აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკი მონაცემთა ბაზაში კრიპტოვალუტებს ამატებს

0
2030

წმინდა ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკი კრიპტოვალუტის ფასებს ყოველდღიურ მონაცემთა ბაზაში განათავსებს. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ ოთხი კრიპტოვალუტის განთავსებაზე.

ამის შესახებ ინფრომაციას ფედერალური სარეზერვო ბანკი ავრცელებს.

მონაცემთა ბაზაში, რომელსაც უწოდებენ ფედერალურ სარეზერვო ეკონომიკურ მონაცემებს განთავსდება: ბიტკოინი, ბიტკოინ Cash-ი, ეთერიუმი და ლაიტკოინი.

მნიშვნელოვანია, რომ ფასები მოცემული იქნება 2014 წლიდან დღევანდელ მონაცემებამდე.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, კრიპტოვალუტების კურსი ყოველდღიურად განახლდება აშშ-ში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase-დან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

წმინდა ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკი ხშირად საუბრობს კრიპტოვალუტებისა და Blockchain-ის შესახებ. ჯერ კიდევ, იანვრის თვეში სარეზერვო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტი კრიპტოვალუტებისა და Blockchain მიმართულებით დადებით შეფასებას იძლეოდა.

ამასთანავე, წმინდა ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა მაისში გააკეთა განცხადება, რომ ის არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მომავალში ბიტკოინმა გარკვეული საფრთხე შეუქმნას დოლარს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი