სამხრეთ ინდოეთში Blockchain-ს სოფლის მეურნეობაში გამოიყენებენ

0
1890

სამხრეთ ინდოეთის, ქერალას მხარის მთავრობა საკვების მიწოდებისა და განაწილებისთვის Blockchain-ის გამოიყენებას გეგმავს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება “ბიზნეს სტანდარტი” იტყობინება.

ახალ პროექტს ხელმძღვანელობს ქერალას კვლევისა და ინოვაციების სტრატეგიული საბჭო. Blockchain-ი გამოიყენება რძის პროდუქტების, თევზეულისა და ბოსტნეულის მიწოდების სისტემებში.

კვლევისა და ინოვაციების სტრატეგიული საბჭოს თავმჯდომარემ, ქეიემ აბრაამმა “ბიზნეს სტანდარტს” განუცხადა, რომ მიწოდების ქსელის თითოეულ კომპონენტს ცალკე ID ნომერი ექნება. პროდუქტის წარმოება, ხარისხი და დისტრიბუცია Blockchain-ის მეშვეობით შესაძლოა, გაკონტროლებული იქნას.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ მოსახლეობა Blockchain-ს გამოიყენებს მოსავლის დაზღვევის მიზნითაც.

შეკითხვაზე დაეხმარება თუ არა ფერმერებს, Blockchain-ის სანდო მონაცემების დაცულობის სისტემა სტიქიური კატაკლიზმებისას, რა დროსაც ფაქტობრივად მოსავალის დიდი ნაწილი ნადგურდება ამაზე პასუხი იყო, რომ ტექნოლოგია მხოლოდ სადაზღვევო ფირმებსა და ბენეფიციარებს შორის ბიუროკრატიული და ადმისტრაციული ნორმების გაუქმებას ემსახურება.

ეს უფრო კონკრეტულად ნიშნავს მესამე მხარის წარმომადგენელთა საჭიროების აღმოფხვრას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი