ბიტკოინ Cash-ის ფასი შესაძლოა, 205 დოლარამდე გაიზარდოს

0
1298

უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 105 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 144 დოლარს შეადგენდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 103 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 128 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 205 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 72 დოლარამდე დაიკლოს.

ანალიტიკოსები ტრედერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება კარდანოს: ამჟამად, ალტკოინის ფასი 0.037307 დოლარის ფარგლებში მერყეობს. გუშინ კარდანოზე ვაჭრობა 0.034863 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი 0.038265 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 0.034491 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო დღის ბოლოს ვაჭრობა 0.034545 დოლარზე დაიხურა.

კარდანოს კურსის განსაკუთრებული მატება არ უჩვენებია, თუმცა ექსპერტები ფასის ზრდის ტენდენციას მაინც ელოდებიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი