რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები ვენესუელის მთავრობას კრიტოვალუტა პეტროს გამოშვებაში დაეხმარება.ამის შესახებ ინფორმაციას Time Magazine ავრცელებს.გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა მილიარდერებმა დენის დრუჟკოვმა და ფიოდორ ბოგოროვსკიმ ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს პეტროს გამოშვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით დახმარებას შეპირდნენ.გარდა ამისა, Time იტყობინება, რომ კრემლის მთავარი მრჩეველების საუბარი პეტროს განვითარების პერსპექტივაზე...
გუშინ, 19 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის კრიპტოვალუტა პეტროში აშშ-ს მხირდან ნებისმიერი ინვესტიციის აკრძალვის ბრძანებას ხელი მოაწერა."ყველა ტრანზაქცია, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ს მოქალაქესთან ან ქვეყნის ტერიტორიასთან ვენესუელის ეროვნული კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ, ნებისმიერი ციფრული ვალუტა, ციფრული მონეტა ან ციფრული ტოკენი, რომელიც გამოშვებულია ან მხარდაჭერილია ვენესუელის...
Facebook-ისა და Google-ის კვალდაკვალ, ვრცელდება ხმები, რომ Twitter-იც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამების აკრძალვას გეგმავს.Sky News-ის ინფორმაცით, აშშ-ში დაფუძნებული სოციალური ქსელის გიგანტი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადახედავს სარეკლამო პოლიტიკას, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს, ბირჟას და ICO-ს რეკლამების დაბლოკვას, მცირე გამონაკლიებით, გულისხმობს.CoinDesk-ის მიერ ელ-ფოსტით გაგზავნილ კითხვაზე Twitter-ის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ კომპანია ამ...
ცენტრალური ბანკის მარეგულირებელთა საერთაშორისო ჯგუფმა G-20 სამიტის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტა გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას ხელს არ უშლის.18 მარტს გამოქვეყნებულ წერილში ფინანსური სტაბილურობის საბჭოს თავმჯდომარემ მარკ კერნიმ, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ინგლისის ბანკს განაცხადა, რომ საბჭო კრიპტოვალუტაში საფრთხეს ვერ ხედავს."ფინანსური სტაბილურობის საბჭოს თავდაპირველი შეფასება ისაა,...
ფილანტროპმა, PayPal-ის თანადამფუძნებელმა პიტერ ტიელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბიტკოინი ოქროს ონლაინ ექვივალენტი იქნება.პიტერ ტიელის აზრით, ოქროს მსგავსად, კრიპტოვალუტა უფრო მეტად გულისხმობს ღირებულებას ვიდრე, გადახდის საშუალებას.ტიელი ასევე აცხადებს, რომ მას სჯერა ბიტკოინი სხვა კრიპტოვალუტებთან კონკურენციის მიუხედავად, ბაზრის კაპიტალიზაციის პირველ ადგილს შეინარჩუნებს."ბიტკოინი ოქროს ექვილავლენტი იქნება", -აღნიშნა CNBC-სთან...
აშშ-ს კონგრესმა ყოველწლიურ ეკონომიკურ ანგარიშში კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგია პირველად ახსენა.2018 წლის კონგრესის ეკონომიკური ანგარიში მომავალი წლის წინასწარ ანალიზსა და რეკომენდაციებს მოიცავს. ანაგირშის ერთი თავი მთლიანად ამერიკის ეკონომიკაზე კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის გავლენას ეძღვნება."... თუ ციფრული ვალუტები მომავალში უფრო ნაკლებად ცვალებადი იქნება მათი მოხმარება უფრო გაადვილდება და მათ ადამიანები უფრო...
ამ კვირაში ბიტკოინი 8.000 დოლარზე ჩამოვიდა. კრიპტო-ბაზარი ისევ კრიზისმა მოიცვა. კრიზისი, მეტწილად, Google-ის მიერ კრიპტოვალუტის რეკლამის აკრძალვამ გამოიწვია. როგორც ცნობილი გახდა, Google-ი კრიპტოვალუტის რეკლამას ივნისიდან აკრძალავს.რაც შეეხება კვირის შეჯამებას:ბიტკოინიბიტკოინი 15 მარტს 8.066 დოლარის მაჩვენებელზე ჩამოვიდა. თუმცა, ბიტკოინი ცდილობს 8.000 დოლარის ნიშნულის შენარჩუნებას და 9.500 დოლარის დონეზე ასვლას. ...
გამაგრილებელი სასმელების გიგანტი, კოკა-კოლა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან და კიდევ სამ სხვა კომპანიასთან ითანამშრომლებს. თანამშრომლობის მიზეზი ერთობლივი პროექტია, რომელიც Blockchain-ზე იქნება დაფუძნებული და მსოფლიო მასშტაბით მუშათა უსაფრთხო რეესტრს შექმნის.ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით, 25 მილიონი ადამიანი მუშაობდა იძულებით შრომით პირობებში. აქედან,...
ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კერძო ბანკმა, HDFC-მ კლიენტებს აცნობა, რომ სადებეტო და საკრედიტო ბარათების გამოყენება კრიპტოვალუტის შესაძენად იკრძალება.კლიენტებთან გაგზავნილ წერილში ბანკმა განმარტა, რომ ზომები კლიენტთა დაცვის მიზნით მიიღეს.წერილში ნათქვამია:"მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დავუშვათ HDFC ბანკის კრედიტის, სადებეტო და საავანსო ბარათების გამოყენება ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტოვალუტისა ყიდვა-გაყიდვისთვის"....
სინგაპურის ცენტრალურმა ბანკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო გადახდის სისტემაში Blockchain-ს გამოიყენებს.აზიის Money 20/20 კონფერენციის მსვლელობისას, სინგაპურის სავალუტო მარეგულირებელი ორგანოს, რომელშიც ცენტრალური ბანკი და ფინანსური მარეგულირებელი უწყება მოაზრება, მმართველმა რავი მენონმა აუდიტორიას განუცხადა, რომ Blockchain-თან დაკავშირებით გეგმები მატულობს."პოტენციურად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოყენება კრიპტო-ტოკენისა არის ის, რომ ტრადიციულ ვალუტაში...