აშშ-ს კონგრესში კრიპტოვალუტის შესახებ კვლავ მსჯელობენ

0
803

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტომ ემერმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის სივრცეში ინოვაციების რეგულირება და წახალისება არ უნდა იყოს პოლიტიკური გამარჯვება არც დემოკრატებისთვის და არც რესპუბლიკელებისთვის.

ემერის თქმით მისი ბევრი კოლეგა კონგრესში კრიპტოვალუტებს განიხილავს, როგორც საფრთხეს და არა შეერთებული შტატებში ინვესტიციის შესაძლებლობას.

რესპუბლიკელი ტომ ემერი ასევე ეჭვქვეშ აყენებს დემოკრატი სენატორის ელიზაბეტ უორენის პრეტენზიებს, რომელიც იყო კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ყველაზე ღია კრიტიკოსი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ინფრასტრუქტურის კანონპროექტის 2021 წლის ნოემბერში ხელმოწერილი დებულება, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს და კრიპტობროკერებს დამატებითი ინფორმაციის მოხსენებას ავალდებულებს, შესაძლოა გადაიდოს.

Bloomberg-ის თანახმად, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი და შიდა შემოსავლების სამსახური შესაძლოა, არ იყოს მზად აღნიშნული კანონპროექტისათვის.

ამ კანონით გათვალისწინებული იყო 2023 წლამდე კრიპტობროკერების მხრიდან პირადი ინფორმაციის შეგროვება.

გავრცელებული ინფორმაციით, პოტენციურმა შეფერხებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მილიარდი დოლარის შემოსავალზე, რაც კაპიტალის მოგების გადასახადებთანაა დაკავშირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი