სინგაპურის ცენტრალური ბანკი Blockchain-ის გამოყენებას საერთაშორისო გადახდის სისტემაში გეგმავს

0
3204

სინგაპურის ცენტრალურმა ბანკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო გადახდის სისტემაში Blockchain-ს გამოიყენებს.

აზიის Money 20/20 კონფერენციის მსვლელობისას, სინგაპურის სავალუტო მარეგულირებელი ორგანოს, რომელშიც ცენტრალური ბანკი და ფინანსური მარეგულირებელი უწყება მოაზრება, მმართველმა რავი მენონმა აუდიტორიას განუცხადა, რომ Blockchain-თან დაკავშირებით გეგმები მატულობს.

“პოტენციურად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოყენება კრიპტო-ტოკენისა არის ის, რომ ტრადიციულ ვალუტაში საერთაშორისო გადახდის სისტემისთვის ხელის შემწყობია”,-აღნიშნა რავი მენონმა.

როგორც კონფერენციაზე ითქვა: Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება ადამიანებს საშუალებას მისცემს იურისდიქციის გავლით, შუამავლების გარეშე, განახორციელონ გადახდა. ეს მოიტანს მეტ სიჩქარესა და ეფექტურობს, ამასთანავე, დაბალ ფასს და შემცირებულ რისკებს.

სინგაპურის მთავრობა და სავალუტო მარეგულირებელი ერთობლივი ძალებით ცდილობენ Blockchain-ის პოტენციალის წარმოჩენას, მათ შორის კრიპტო-ბიზნესშიც.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო მარეგულირებელი ორგანოს დირექტორმა დაადასტურა ისიც, რომ სავალუტო მარეგულირებელი კანადის ბანკთან პარტნიორობს, რათა დაიტესტოს და განვითარდეს ორი ცენტრალური ბანკის მიერ გაცემული კრიპტო-ტოკენის გამოყენება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი