მედია: რუსეთი ვენესუელას პეტროს გამოშვებაში დაეხმარება

0
3025

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები ვენესუელის მთავრობას კრიტოვალუტა პეტროს გამოშვებაში დაეხმარება.

ამის შესახებ ინფორმაციას Time Magazine ავრცელებს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა მილიარდერებმა დენის დრუჟკოვმა და ფიოდორ ბოგოროვსკიმ ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს პეტროს გამოშვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით დახმარებას შეპირდნენ.

გარდა ამისა, Time იტყობინება, რომ კრემლის მთავარი მრჩეველების საუბარი პეტროს განვითარების პერსპექტივაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერაა მხარდაჭერილი.

“სინამდვილეში, პეტრო ვენესუელისა და რუსი ჩინოვნიკების და ბიზნესმენების ერთობლივ წამოწყებას წარმოადგენს, რომლის მიზანი იყო აშშ-ს სანქციების აღმოფხვრა”,- აღნიშნულია სტატიაში.

თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის მთავრობამ უარყოფს. “რუსეთის არცერთი საფინანსო ორგანო პეტროს შექმნაში არ იღებდა მონაწილეობას”, -აცხადებენ რუსეთის ფინანსთა სამინისტროში.

ხოლო, ვენესუელის ოფიციალური პირები Time-სთან კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ტერიტორიაზე ოფიციალურად აკრძალა პეტროთი ვაჭრობა, ხოლო ქვეყნის მოქალაქეებს ვენესუელის ეროვნული კრიპტოვალუტის ფლობა აეკრძალათ.

რაც შეეხება ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს, იგი აცხადებს, რომ ტრამპის მხრიდან ეს ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ამერიკა პეტროს შესაძლო ძალაუფლებით შეშინებულია. ეს კი არის ნიშანი იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელი ხალხი სწორი გზით მიდის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი