სამხრეთ კორეის მთავრობამ სეულში Blockchain ტექნოლოგიის გუნდი შექმნა, რომელიც ადმინისტრაციულ სამსახურებში ტექნოლოგიის გამოყენების საკითხს შეისწავლის.ანგარიშის თანახმად, სამუშაო ჯგუფის წევრები სხვადასხვა სამთავრობო სამსახურში, მათ შორის ონლაინ საარჩევნო სისტემებში, Blockchain-ის დანერგვასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეისწავლიან.უფრო კონკრეტულად კი, სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს ინტეგრირებული მართვის სისტემის, ციფრული დოკუმენტების გადამოწმებისა და კონტრაქტის...
იტალიის საფოსტო სერვისის პროვაიდერი, Poste Italiane Blockchain საზოგადოების წევრი გახდა.ეს არის Poste Italiane-სა და Linux Foundation-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს Blockchain და ლეჯერ ტექნოლოგიებისთვის ღია სტანდარტების შექმნას.საფოსტო სერვისის პროვაიდერმა პრესრელიზში აღნიშნა, რომ პროექტი 2020 წლისთვის განხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია მონაცემთა დაცვაზე. ამასთან დაკავშირებით, Poste...
ხუთშაბათს, 31 იანვარს ციფრული ვალუტების ბაზარი მცირე რყევებს განიცდიდა. კრიპტოვალუტების ფასები წინა დღესთან შედარებით შემცირებული იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ კურსის კარდინალური ცვლილებები არ დაფიქსირებულა.მიუხედავად ამისა, ბიტკოინის კურსი მაინც მოექცა 3.450 დოლარის ნიშნულს ქვემოთ. თუმცა დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი მხოლოდ ერთი პროცენტით შემცირდა. 31 იანვარს ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 3.449-დან 3.460...
სამხრეთ კორეა პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) მიმართ პოზიციას არ ცვლის.ამის შესახებ ფინანსური მარეგულირებლის განცხადებაშია ნათქვამი. ქვეყანაში ICO კვლავ იკრძალება.2018 წლის სექტემბრიდან დაწყებული კვლევების შედეგების გამოცხადებისას აღმოჩნდა, რომ ICO-ს კომპანიები სამხრეთ კორეული არ არის, თუმცა ქვეყნის მოქალაქეებს მაინც აქვთ ამ კომპნიებთან გარკვეული კავშირები.კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ სინგაპური...
ოთხშაბათს, 30 იანვარს თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა. უნდა ითქვას, რომ ციფრული ვალუტების კურსი ძველ ნიშნულებს უბრუნდება.მაგალითად, ბიტკოინის ფასმა 3.500 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა ერთი პროცენტით მოიმატა. კრიპტოვალუტის კურსმა კი დაახლოებით 3.474 დოლარი შეადგინა.ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის მიხედვით, ბიტკოინის კურსის ზრდის...
ირანი რვა ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ამ სახელმწიფოებთან კრიპტოვალუტით განახორციელოს ტრანზაქციები.ამის შესახებ ინფორმაციას Tehran Times-ი ავრცელებს.სტატიის მიხედვით, ირანს უკვე აქვს მოლაპარაკებები შვეიცარიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, საფრანგეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, რუსეთთან, ავსტრიასთან, გერმანიასთან და ბოსნიასთან.ციფრული ვალუტით გადარიცხები, რა თქმა უნდა, ირანის ეროვნული კრიპტოვალუტით გადარიცხვებს გულისხმობს.უნდა აღინიშნოს, რომ დაანონსებიდანვე პირდაპირ...
უკრაინაში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ Liqui-მ დახურვის გადაწყვეტულება მიიღო.ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.ციფრული ვალუტის ბირჟამ განაცხადა, რომ ყველა ანგარიშის დახურვა და მომსახურების შეწყვეტა გადაწყვიტა. კრიპტობირჟა დახურვის მიზეზად ბიზნესის ნაკლებად მომგებიანობას ასახელებს.ასევე ცნობილი გახდა, რომ ბირჟის წარმომადგენლების მხირდან კლიენტებთან აღნიშნულის შესახებ კომუნიკაცია შედგა. როგორც ცნობილია, 30 დღის განმავლობაში გაუქმდება ინვესტორების...
სამშაბათს, 29 იანვარს ციფრული ვალუტების ფასები ოდნავ გაუმჯობესდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთო ჯამში დღის მანძილზე კურსის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში მაინც დაფიქსირდა კურსის 1%-ით შემცირება ბიტკოინის ფასი 3.400 დოლარის ზღვარს არ ჩამოსცდენილა.წინა პერიოდის გათვალისწინებით შესაძლოა, ითქვას, რომ ბიტკოინი კვლავ კრიზისშია. ანალიტიკოსების თქმით, ზრდის...
სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის განცხადებით, უახლოეს ვადებში ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვება არ მოხდება.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინგლისურენოვანი გაზეთი Korea Herald-ი ავრცელებს.შიდა კვლევის ჩატარების შემდეგ ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე ასეთი პროექტის განხორციელება საჭირო არ არის. ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა Korea Herald-ს განუცხადა, რომ კვლევა ორიენტირებული...
ბოლო რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტების კურსი საგრძობლად შემცირდა.28 იანვარს ეთერიუმზე ვაჭრობა 113 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ფასის ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 103 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ეთერიუმზე ვაჭრობა 106 დოლარზე დაიუხრა.ექსპერტები ეთერიუმის კურსის შემცირებას 100 დოლარზე ელოდებიან. თუკი კრიპტოვალუტა 100 დოლარის ნიშნულს ჩასცდება მოსალოდნელი...