იტალიის ფოსტა Blockchain საზოგადოებას შეუერთდა

0
1795

იტალიის საფოსტო სერვისის პროვაიდერი, Poste Italiane Blockchain საზოგადოების წევრი გახდა.

ეს არის Poste Italiane-სა და Linux Foundation-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს Blockchain და ლეჯერ ტექნოლოგიებისთვის ღია სტანდარტების შექმნას.

საფოსტო სერვისის პროვაიდერმა პრესრელიზში აღნიშნა, რომ პროექტი 2020 წლისთვის განხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია მონაცემთა დაცვაზე. ამასთან დაკავშირებით, Poste Italiane აცხადებს, რომ Blockchain ტექნოლოგია ეფექტურად მოახდენს რეაგირებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. უშუალოდ მთლიანი სისტემა კი გამჭვირვალე და ამავე დროს დაცული იქნება.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალია Blockchain-ის რეგულაციაზე მუშაობდა. იტალიის სენატის კომიტეტმა Blockchain ინდუსტრიის რეგულირების შესახებ კანონპროექტში შესწორება შეიტანა. ცვლილება საკონსტიტუციო საქმეთა და საზოგადოებრივი სამუშაოების სენატის კომიტეტებმა დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, რომ შესწორება ითვალისწინებს გარკვეულ საბაზისო პირობებს ლეჯერ ტექნოლოგიების შესახებ. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ Blockchain-ის ციფრული მონაცემების ჩანაწერი ხელს შეუწყობს რეგისტრაციის დროს დოკუმენტაციის იურიდიულ დადასტურებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი