ავსტრალია კრიპტოვალუტის რეგულირებას გეგმავს

0
815

ავსტრალიის ხელმძღვანელები უარყოფენ არგუმენტს კრიპტოვალუტის ფინანსურ პროდუქტად გადაქცევის შესახებ.

ავსტრალიელმა მაღალჩინოსანმა საზოგადოებას სიფრთხილისაკენ მოუწოდა, რათა მათ ხელთ არსებული კრიპტოვალუტები ერთსა და იმავე ფინანსური აქტივის კლასში არ შეინახონ. აღნიშნულ საკითხზე ავსტრალიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.

ხაზინადარისა და ფინანსური მომსახურების მინისტრის თანაშემწემ სტივენ ჯონსმა ქვეყანაში კრიპტოვალუტის რეგულირების მდგომარეობის შესახებ მიმოხილვა ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებას გააცნო.

მან დაადასტურა, რომ მთავრობა მიმდინარე წელს „token mapping“-ის სავარჯიშოს ასრულებს, რათა დადგინდეს, თუ რომელი კრიპტოვალუტა უნდა დაარეგულიროს. კრიპტო ბირჟის აღმასრულებლის განცხადებით კონსულტაციის პროცესი მალე დაიწყება.

თუმცა, ჯონსმა განაცხადა, რომ მას დიდად არ სურდა სრულიად ახალი რეგულაციების შემოღება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიიის ოთხი უდიდესი ბანკი, ფასიანი ქაღალდების კომისია და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც რეგულაციების შექმნას მხარს უჭერენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი