30 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1537

ოთხშაბათს, 30 იანვარს თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა. უნდა ითქვას, რომ ციფრული ვალუტების კურსი ძველ ნიშნულებს უბრუნდება.

მაგალითად, ბიტკოინის ფასმა 3.500 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა ერთი პროცენტით მოიმატა. კრიპტოვალუტის კურსმა კი დაახლოებით 3.474 დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის მიხედვით, ბიტკოინის კურსის ზრდის ტენდენცია მაშინ დაფიქსირდება, როდესაც ფასი 3.612 დოლარის მაჩვენებელს დაუბრუნდება.

რაც შეეხება რიპლის ფასის მაჩვენებელს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი გაიზარდა და 0.31 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.

უნდა აღინიშნოს, რომ 7 დღის განმავლობაში რიპლის ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული გუშინ დაფიქსირდა, როდესაც ციფრული ვალუტის კურსმა 0.29 დოლარის ნიშნული დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 30 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 115.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი