ბოლო ორი წლის განმავლობაში მექსიკაში Blockchain სექტორი 90%-ით გაიზარდა

0
1144

მექსიკის Blockchain სექტორი 2018 წლიდან მოყოლებული მკვეთრად გაფართოვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აქვეყნებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა Blockchain ტექნოლოგიაზე ორიენტირებულმა იურიდიულმა კომპანიამ, Legal Paradox-მა ჩაატარა.

კომპანიის შეფასებით, მექსიკის Fintech და Blockchain სექტორი 2018 წლიდან 90%-ით გაიზარდა.

მიუხედავად გლობალური ეკონომიკური პრობლემებისა, კოროვირუსული პანდემიის ფონზე, Legal Paradox აღნიშნავს, რომ ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები Blockchain-ს სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ.

როგორც ცნობილია, ამჟამად მექსიკაში 640-ზე მეტი fintech კომპანია ფუნქციონირებს.

მაისის დასაწყისში მედიით ინფორმაცია გავრცელდა, რომ მექსიკაში დაფუძნებული ციფრული ვალუტის ბირჟა Bitso კრიპტო კომპანიების ინიციატივას შეურთდა. ინიციატივა კორონავირუსთან ბროლაში ციფრული ვალუტის გამოყენებას შეეხებოდა.

კრიპტო კომპანიებმა ფონდი შექმნეს, რომლის მიზანიც COVID-19 კრიზისის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება იყო.

El Heraldo de México-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახები მიღებული თანხით საკვებისა და პირველადი მოხმარების საშუალებების შეძენას შეძლებდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი