უკრაინაში ერთ-ერთმა კრიპტობირჟამ ოპერირება შეაჩერა

0
1540

უკრაინაში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ Liqui-მ დახურვის გადაწყვეტულება მიიღო.

ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

ციფრული ვალუტის ბირჟამ განაცხადა, რომ ყველა ანგარიშის დახურვა და მომსახურების შეწყვეტა გადაწყვიტა. კრიპტობირჟა დახურვის მიზეზად ბიზნესის ნაკლებად მომგებიანობას ასახელებს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ბირჟის წარმომადგენლების მხირდან კლიენტებთან აღნიშნულის შესახებ კომუნიკაცია შედგა. როგორც ცნობილია, 30 დღის განმავლობაში გაუქმდება ინვესტორების ანგარიშები. Liqui-მ თავის განცხადებაში აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე კომპანიას კლიენტების შენარჩუნების რესურსი არ გააჩნია.

უნდა აღინიშნოს, რომ Liqui-ზე ვაჭრობა ბიტკოინით, ეთერიუმით და Tether-ით მიმდინარეობდა.

2018 წლის 30 დეკემბერის მონაცემებით, Liqui-ს საშუალო დღიურმა მოცულობამ დაახლოებით 3.9 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იანვრის თვეს, კომპანიის დღიური მოცულობა 180.000 დოლარამდე შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ კრიპტოვალუტის სფეროს კლასიფიკაცია დაიწყო.

სამინისტრომ ოფიციალური პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავრობის მიზანია “ციფრული აქტივების” სფეროში საქმიანობისთვის პირობების შექმნა და კრიპტოვალუტისთვის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის განსაზღვრა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი