"როიტერის" ინფორმაციით, საფრანგეთში შეიქმნა G7 სამუშაო ჯგუფი, რომელიც Facebook-ის ციფრული ვალუტის შესახებ იმსჯელებს. სამუშაო ჯგუფში მიდის მსჯელობა იმაზე, თუ როგორ დარეგულირდეს Facebook-ის კრიპტოვალუტა."ჩვენ გვსურს ინოვაცია და რეგულაცია გავაერთიანოთ. ეს არის ყველას ინტერესი",- განაცხადა საფრანგეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა, ფრანსუა ვილერიო დე გალაუმ.მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ოფიციალური პოზიცია მაინც რჩება ის,...
სოციალურმა მედიამ, Facebook-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც Blockchain-ზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის libra-ს წარმოება დაიწყო.ახალი კრიპტოვალუტა შვეიცარიაში მოღვაწე კომპანიის, Libra Association-ის ბაზაზე მოქმედებს. ციფრული ვალუტის გამოყენება შესაძლებელი იქნება PayPal-ით და eBay-ით.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Facebook-ი 2020 წლის პირველ ნახევარში აპირებს, რომ ასოციაცია გააფართოოს."საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე ასოციაცია არის უფლებამოსილი. მნიშვნელოვანია, რომ Facebook-ი...
რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტების კურსმა საგრძნობლად მოიმატა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტის ფასები სტაბილურად გამოიყურება.19 ივნისს რიპლიზე ვაჭრობა 0.43 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 0.44 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.43 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს რიპლიზე ვაჭრობა კი 0.44 დოლარზე დაიხურა.იმ შემთხვევაში,...
ფილიპინების მთავრობამ, კონკრეტულად კი საინფორმაციო კომუნიკაციის ტექნოლოგიების დეპარტამენტმა ხელი მოაწერა შეთანხმების მემორანდუმს აშშ-ში დაფუძნებულ Blockchain კომპანიასთან.ფილიპინების მთავრობის წარმომადგენელმა, ელისეო რიომ კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, თუ რამხელა სარგებელს მოუტანს ქვეყანას Blockchain ტექნოლოგია."Blockchain ტექნოლოგია უშუალო სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. უპირეველესყოვლისა, ეს არის წარმატებული ნაბიჯი ბიზნეს სექტორისთვის",- განაცხადა ფილიპინების...
ოთხშაბათს, 19 ივნისს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ გაიზარდა. გარდა ამისა, ბიტკოინი კვლავ ინარჩუნებს 9.000 დოლარის ნიშნულს.ბიტკოინის ფასი დღის განმავლობაში 1.24% ით არის მომატებული. კრიპტოვალუტის კურსი 9.139 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.უნდა აღინიშნოს, რომ გასული შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა დაახლოებით 13%-ით მოიმატა.რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი კვლავ ინარჩუნებს კაპიტალიზაციის მიხედვით...
ოთხშაბათს, 18 ივნისს ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურად გამოიყურებოდა.ბიტკოინი კვლავ ინარჩუნებს 9.000 დოლარის ნიშნულს. ამჟამად, კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირებულია. ამ ეტაპზე ბიტკოინის კურსი 9.045 დოლარის ფარგლებში მერყეობს.კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ზრდა დაახლოებით 11%-ს შეადგენს.რაც შეეხება ეთერიუმს: Coin360-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 2.27%-ით...
Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა ტომ ლიმ CNBC-სთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი სულ უფრო და უფრო მოიმატებს.ინტერვიუს დროს ტომ ლიმ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიტკოინი ყველაზე მოთხოვნადი კრიპტოვალუტის სტატუსს ინარჩუნებს. ამ ეტაპზე ბიტკოინის ღირებულება 9.000 დოლარს შეადგენს. თუმცა ტომ ლი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა სულ მალე ახალ...
ესპანეთის სამართალდამცავებმა 35 ადამიანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები საბანკო ბარათების გაყალბებითა და ბიტკოინის მეშვეობით შემოსავლების გადაფარვას ცდილობდნენ.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, La Verdad-ი ავრცელებს.La Verdad-ის ცნობით, სამართალდამცავებმა ესპანეთში 104 საბანკო ბარათის არასანქცირებული გამოყენება დააფიქსირეს. გამოძიება მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა ესპანურმა კომპანიამ პოლიციაში საჩივარი შეიტანა.საჩივარში აღნიშნული იყო, კომპანიის...
ლიეტუვა ციფრული ვალუტის ახალ მარეგულირებელ წესებზე მუშაობს. ახალი წესების მიხედვით კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციების დროს აუცილებელია კლიენტების ვინაობის დადასტურება.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, Delfi ავრცელებს.უნდა აღინიშნოს, რომ რეგულაცია ევროკავშირის მიერ დაკისრებული ვალდებულების ნაწილია, რომელიც ლიეტუვას ფინანსთა სამინისტრომ უნდა განახორციელოს.Delfi იუწყება, რომ ამ დრომდე არ არის დაზუსტებული დრო, თუ როდის შევა...
პოლონეთის დედაქალაქში დაფუძნებული ბანკი, Alior Bank-ი ეთერიუმის Blockchain-ს კლიენტების დოკუმენტების დამოწმებისთვის გამოიყენებს.ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.განცხადების მიხედვით, როდესაც Alior-ის კლიენტი იღებს დოკუმენტს, მათ შეუძლიათ დაადასტურონ მისი ნამდვილობა Blockchain-ის გამოყენებით."დადასტურების შემდეგ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელ დოკუმენტზეა საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი უსაფრთხოდ არის შენახული და მონაცემების შეცვლა შეუძლებელია",- განაცხადა პროგრამის...