სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ბანკი Blockchain ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობს

0
1285

სამხრეთ კორეის NH NongHyup Bank–მა განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ფინანსურ სერვისებს შეიმუშავებს.

როგორც ცნობილი გახდა, ბანკმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე კომპანიასთან გააფორმა, რათა ერთობლივად განავითარონ ციფრული აქტივებზე დაფუძნებული ფინანსური მომსახურება.

მემორანდუმის წევრებს შორის არის იურიდიული კომპანია, რომელიც ბანკს სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარება.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ კორეული ბანკის მხრიდან Blockchain ტექნოლოგიით დაინტერესების პირველი შემთხვევა არ არის.

2019 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის უძველესი ბანკი, Shinhan Bank-ი, ორ კომპანიასთან იწყებს თანამშრომლობას, რათა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა შეექმნა.

ადგილობრივი მედია საშუალება, Korea Times-ის ცნობით, Shinhan Bank-ის წარმომადგენელმა Ground X და Blockchain- ის დეველოპერთან Hexlant–თან ხელი მოაწერა ურთიერშეთანხმების მემორანდუმს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტნიორებმა შეიმუშავეს საბანკო მომსახურებითვის უსაფრთხოების მართვის სისტემა.

აღსანიშნავია, რომ Ground X არის სამხრეთ კორეის ინტერნეტ კომპანია Kakao-ს Blockchain გაერთიანება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი