ესპანეთში კრიპტო დანაშაულისთვის 35 ადამიანი დააკავეს

0
1580

ესპანეთის სამართალდამცავებმა 35 ადამიანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები საბანკო ბარათების გაყალბებითა და ბიტკოინის მეშვეობით შემოსავლების გადაფარვას ცდილობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, La Verdad-ი ავრცელებს.

La Verdad-ის ცნობით, სამართალდამცავებმა ესპანეთში 104 საბანკო ბარათის არასანქცირებული გამოყენება დააფიქსირეს. გამოძიება მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა ესპანურმა კომპანიამ პოლიციაში საჩივარი შეიტანა.

საჩივარში აღნიშნული იყო, კომპანიის საბანკო ბარათები არასანქცირებულად იყო გამოყენებეული.

გარდა ამისა, გამოძიების მიმდინარეობისას აღმოაჩინეს 1.020 კიბერ-დანადგარი, რომელსაც ეჭვმიტანილები უკანონო საქმიანობის დროს იყენებდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის თებერვალში ესპანეთის ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეები კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ გააფრთხილა. განცხადებაში ციფრული ვალუტის რისკებზე იყო საუბარი.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღით ადრე ბანკმა კიდევ ერთი მითითება გამოსცა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტი კრიპტოვალუტისგან თავს შორს იჭერდნენ.

ორივე დოკუმენტი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ესპანეთს ჯერ არ მიუღია ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ამასთანავე, როგორც ცნობილია, ესპანეთში კრიპტო კომპანიებს ცენტრალური ბანკი მეთვალყურეობას არ უწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი