ბერმუდის კუნძულებზე Binance Group საგანმანათლებო ტრენინგებისთვის თანხას გამოჰყოფს

0
2887

ბერმუდის კუნძულების ფინანსთა მინისტრმა, დევიდ ბარტმა Binance Group-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს fintech და Blockchain სტარტაპების დაფინანსებას.

ამასთანავე, ბარტის თქმით, Binance Group-თან თანამშრომლობა ბერმუდის კუნძულებზე დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, Binance Group 15 მილიონ დოლარს დახარჯავს, რათა ტრენინგებისა და შემეცნებითი ლექციებით ბერმუდის მოქალაქეებში აამაღლოს ცნობიერება თანამედროვე საფინანსო ტექნოლოგიების შესახებ.

რეგულაციების შესახებ ბერმუდის მთავრობამ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტისა და Blockchain-ისთვის ბერმუდი მეგობრულ, სამართლებრივ სტრუქტურას შექმნის.

Binance-ის მიერ ჩატარებული კვლევა კი აჩვენებს, რომ ბერმუდის კუნძულებს აქვს ციფრული ვალუტის განვითარებისთვის ხელშემწყობი მარეგულირებელი სტრუქტურა:

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბერმუდის მთავრობა და მარეგულირებელი ორგანო ერთ-ერთი ყველაზე გონივრული და ყველაზე შორსმჭვრეტელი ორგანოა პლანეტაზე”.

დევიდ ბარტმა განაცხადა, რომ მთავრობას სურს, რომ ბერმუდი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც კანონს პირველადი მონეტარული შეთავაზების სრულყოფილად მართვაზე მიიღებს.

“ჩვენ გვინდა, რომ ბერმუდი იყოს მსოფლიოში ნომერ პირველი ადგილი რეგულაციისთვის”,-აღნიშნულია ბერმუდის ფინანსთა მინისტრის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი