30 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1654

ხუთშაბათს, 30 მაისს, ციფრული ვალუტის ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა.

დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ბიტკოინის ფასმა 9.000 დოლარის ნიშნული დასძლია. კრიპტოვალუტა დაახლოებით იმავე პოზიციაზე 2018 წლის მაისის დასაწყისში იყო.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბიტკოინის ფასი 8.600-სა და 8.800 დოლარს შორის მოძრაობდა.

კვირის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსის ნიშნული 14.5%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი ნელ-ნელა 300 დოლარის ნიშნულისკენ მიიწევს. ბიტკოინთან ერთად გაიზარდა ეთერიუმის კურსი და 279 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეთერიუმი ანალოგიურ პოზიციაზე 2018 წლის სექტემბერში დაფიქსირდა.

მნიშვნელოვანია, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმმა 16.7%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 30 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 277.87 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 55.7%-ს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი