19 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1358

ოთხშაბათს, 19 ივნისს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ გაიზარდა. გარდა ამისა, ბიტკოინი კვლავ ინარჩუნებს 9.000 დოლარის ნიშნულს.

ბიტკოინის ფასი დღის განმავლობაში 1.24% ით არის მომატებული. კრიპტოვალუტის კურსი 9.139 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა დაახლოებით 13%-ით მოიმატა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი კვლავ ინარჩუნებს კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე ადგილს. ეთერიუმის ღირებულება 267 დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 0.31%-ით არის გაზრდილი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში.

ამას გარდა, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ალტკოინის ღირებულების მატება 5.42%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 19 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 285 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი