ლიეტუვა კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხს აქტიურად განიხილავს

0
2111

ლიეტუვა ციფრული ვალუტის ახალ მარეგულირებელ წესებზე მუშაობს. ახალი წესების მიხედვით კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციების დროს აუცილებელია კლიენტების ვინაობის დადასტურება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, Delfi ავრცელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგულაცია ევროკავშირის მიერ დაკისრებული ვალდებულების ნაწილია, რომელიც ლიეტუვას ფინანსთა სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

Delfi იუწყება, რომ ამ დრომდე არ არის დაზუსტებული დრო, თუ როდის შევა რეგულაცია ძალაში.

მას შემდეგ, რაც წესები ამოქმედდება, 1,000 დოლარის, რაც დღევანდელი კურსით 1,127 ევროს ექვივალენტია, ღირებულების ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც კრიპტოვალუტით განხროციელდება რეგულაციით გათვალისწინებული წესების დაცვით უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანზაქცია უკანონოდ გამოცხადდება.

რამდნიმე თვის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვას რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო გეგმავდა სამართლებრივი ნორმების გამკაცრებას ქვეყანაში მომუშავე კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ბიზნესზე.

სამართლებრივი მოთხოვნების გამკაცრებით, ხელისუფლება ცდილობდა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკის გატარებას. სამინისტროსთვის ასევე პრიორიტეტული იყო მომხმარებელთა დაცვის საკითხიც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი