ახალი ანგარიშების მიხედვით, Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით სოფლის მეურნეობისა და საკვების მიწოდების ბაზარი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 400 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
Reportlinker-მა ანგარიში გამოქვეყნა სახელწოდებით “Blockchain: სოფლის მეურნეობის ბაზრის პროგნოზი 2023 წლისთვის”. ანგარიშის მიხედვით, სექტორის ზრდის მაჩვენებელი 60.8 მილიონი დოლარიდან 429.7 მილიონამდე გაიზრდება.
“Blockchain ტექნოლოგია კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს საშუალებას მისცემს ფაქტობრივად რევოლუციური გადაწყვეტილებები მიიღონ”,- ნათქვამია შემაჯამებელ პრეს-რელიზში.
პრეს-რელიზში ასევე აღნიშნულია: “Blockchain ტექნოლგიის ბაზარიც სავარაუდოდ გაიზრდება, რაც განპირობებული იქნება სოფლის მეურნეობისა და სურსათის მიწოდების ქსელის გამჭვირვალობის მოთხოვნით”.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ჰოლანდიის უმსხვილესმა სუპერმარკეტების ქსელმა Albert Heijn-მა განაცხადა, რომ Blockchain-ის დანერგვას პროდუქციის მიწოდების გასაუმჯობესებლად აპირებდა. სუპერმარკეტის ქსელის სიახლე პირველ რიგში ფორთოხლის წვენის ტრანსფერს ეხებოდა.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ ივლისის თვეში ავსტრალიის მთავრობამ 1.7 მილიონი დოლარი გამოჰყო, რათა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული შაქრის მიწოდების სისტემა შეექმნა.