ბერმუდის კუნძულებზე მომუშავე კომპანიას აშშ-სგან შეზღუდვები აქვს დაწესებული

0
1461

კრიპტო კომპანია Circle, რომელიც ციფრული ვალუტით გადახდას უზრუნველყოფს ბერმუდის კუნძულებზე ახალ კომპანის ქმნის.

Circle-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომლშიც აღნიშნა, რომ კომპანიას აქვს ლიცენზია იმისთვის, რომ მომხმარებელს კრიპტოვალუტით მომსახურება შესთავაზოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბერმუდის კუნძულებს საკუთარი მარეგულირებელი სისტემა აქვს, რომელიც 2018 წლის ივლისში ამოქმედდა. განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ გარდა ადგილობრივი მარეგულირებლის მოთხოვნებისა, Circle-ი აშშ-ს მარეგულირებლის შეზღუდვებსაც უნდა დამორჩილდეს.

ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიის ახალი სერვისები აშშ-ში მცხოვრები ადამიანებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი.

თუმცა კომპანიამ იქვე დაამატა, რომ კვლავ მზად არის ემსახუროს ამერიკელ მომხმარებლებს და გააგრძელოს საუბარი მარეგულირებელი სისტემის ცვლილებებზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცვლილებები აუცილებელია, რათა აშშ-ს ეკონომიკა ციფრული აქტივებისა და კრიპტო ინოვაციების შედეგად შექმნილ შესაძლებლობებს არ ჩამორჩეს.

აღსანიშნავია, რომ ამავევე განცხადებაში კომპანიამ ხაზი გაუსვა ბერმუდის კუნძულების მთავრობის დადებით განწყობას.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ოპერირებს დიდ ბრიტანეთში, ჰონგ-კონგსა და აშშ-ში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი