20 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ორშაბათს, 20 მაისს კრიპტოვალუტის ბაზარი მცირე ზარალს განიცდიდა.

    მთელი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 7.900 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

    CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 1.7%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 10%-ით არის გაზრდილი.

    რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი კვლავ ინარჩუნებს უმსხვილესი კრიპტოვალუტის პოზიციას. ამჟამად ალტკოინის კაპიტალიზაცია 26.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 16.6 მილიარდი დოლარია.

    CoinMarketCap-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 2.7%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 250 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

    კვირის განმავლობაში კი ალტკოინის ზრდის მაჩვენებელი 24%-ს შეადგენს.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 20 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 245.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი 12.8%-ით მეტია წინა კვირის მაჩვენებელზე.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *