IOTA-ს ფასმა შესაძლოა, 0.65 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს

0
1761

ამ ეტაპზე IOTA-ს ფასი 0.50-დან 0.61-მდე მერყეობს. გუშინ, IOTA-ზე ვაჭრობა 0.55 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.57 დოლარი იყო, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული კი 0.55 დოლარს შეადგენდა. ასევე 0.55 დოლარზე დაიხურა ვაჭრობაც.

ანალიტიკოსების თქმით, IOTA-ს ფასის ზრდის ტენდენციად ჩაითვლება პოზიცია, როდესაც ფასი 0.65 დოლარი გახდება. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ კრიპტოვალუტის ფასი 0.50 დოლარზე ქვემოთ ჩამოვა მაშინ ეს კლების აშკარა მაჩვენებელი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება რიპლის: კრიპტოვალუტა 0.43-სა და 0.63 დოლარს შორის მოძრაობს. გუშინ რიპლიზე ვაჭრობა 0.53 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.55 დოლარს შეადგენდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული კი 0.53 დოლარზე დაფიქსირდა. ასევე 0.53 დოლარზე დაიხურა ვაჭრობაც.

კურსის ზრდის მაჩვენებლად მიიჩნევა დონე, როდესაც რიპლის ფასი 0.63 დოლარს ასცდება. თუმცა, ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას 0.42 დოლარის ნიშნულზე ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი