5 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1078

ბოლო ორი დღეა კრიპტოვალუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს. თუმცა შეინიშნება ფასების მცირე კლებაც.

პარასკევს, 5 ივნისს ბიტკოინის ფასი 9.600 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 1.22%-ით შემცირდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ყველაზე დაბალი ფასი 9.379 დოლარზე დაფიქსირდა. კრიპტოვალუტის ყველაზე მაღალი კურსი კი 10.199 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი დაახელობით 0.78%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში კი ეთერიუმის ფასი 241 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

კვირის განმავლობაში ალტკოინის ყველაზე მაღალი ფასი 248 დოლარზე დაფიქსირდა. კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 218 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 5 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 274.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი