სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ერთ-ერთი მსხვილი ბირჟა, Bithumb-ი აცხადებს, რომ პაუზის შემდეგ კვალავ განაგრძობს მუშაობას. ბირჟაზე მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლა უკვე თავისუფლად შეუძლიათ.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალება Yonhap News-ი იტყობინება.
Nonghyup Bank-ის წარმომადგენელის განცხადებით, Bithumb-ი კონკრეტულ მოთხოვნებს შეასრულებს, რაც სამხრეთ კორეის კანონით არის გათვალისწინებული და, რომელიც ბირჟის მიმართ ბანკის მხადაჭერასაც გულისხმობს.
Nonghyup Bank-მა Bithumb-ის მომსახურეობა ივლისის ბოლოს შეაჩერა. ეს გამოიწვია Bithumb-ზე ჰაკერების თავდასხმამ, საიდანაც 17 მილიონი დოლარი მოიპარეს.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ინვესტორთა აქტივები ცალკე გამოვყოთ და არ მივიღოთ დეპოზიტების კუთხით”, – განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა.
ამჟამად, Bithumb-ი მსოფლიოში ვაჭრობის მოცულობით რიგით მეხუთე კრიპტოვალუტის ბირჟაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში Bithumb-მა დაახლოებით 362.4 მილიონი დოლარის ვაჭრობა განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ იანვარში სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა მომხმარებლის შემოწმების მექანიზმი შემოიღო, რომელიც კლიენტის იდენტიფიცირებას გულისხმობდა. ამ წესს ემორჩილება, როგორც ადგილობრივი მომხმარებელი ისე, სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სამხრეთ კორეის რომელიმე ბირჟაზე ვაჭრობს.