დიდ ბრიტანეთში ციფრული ვალუტის ადვოკატირების ალიანსი იქმნება

0
916

ბრიტანული სავაჭრო ჯგუფები ციფრული ვალუტის ადვოკატირების ახალ ალიანსს ქმნიან.

“ლონდონის ქალაქი გაერთიანდა სხვადასხვა სავაჭრო ასოციაციასთან, რათა ჩამოაყალიბოს გაერთიანებული სამეფოს ფორუმი ციფრული ვალუტების შესახებ. ალიანსი, რომელიც მხარს დაუჭერს უკეთესი პოლიტიკის, პრაქტიკისა და რეგულირებას ციფრული ვალუტების გარშემო”,- ნათქვამია ხუთი წევრი კომპანიისაგან შემდგარი ასოციაციის განცხადებაში.

ისევე როგორც City of London Corporation-ი ფორუმი შემდეგი ორგანიზაციებისაგან შედგება: Digital Pound Foundation-ი, Payments Association-ი, CityUK და UK Finance.

ეს უკანასკნელი წარმოადგენს სამ ორგანიზაციას, რომელიც, თავის მხრივ, ეროვნული ფინანსური და პროფესიული ადვოკატირების ჯგუფებია.

ფორუმის წევრები ითანამშრომლებენ კრიპტო სფეროს წარმომადგენლებთან.

განცხადებაში ასევე კონკრეტულად არის ნახსენები ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა და მარეგულირებელი მიდგომა სტაბილკოინების და სხვა ცვლადი ღირებულების კრიპტოვალუტების მიმართ.

ჯგუფი შეეცდება ასოციაციების საგანმანათლებლო პროგრამების და პოლიტიკის ადვოკატირების გაერთიანებას გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელ სისტემასთან შესაბამისობაში, რათა გაზარდოს ურთიერთგაგება გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მომსახურების ინდუსტრიასა და კრიპტო ინდუსტრიას შორის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი