ნიუ-ჯერსის ფასიანი ქაღალდების ბიურომ Voyager Digital-ის წინააღმდეგ ბრძანება გამოსცა

0
869

ნიუ-ჯერსის ფასიანი ქაღალდების ბიურომ Voyager Digital-ის წინააღმდეგ აკრძალვის განკარგულება გამოსცა არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვის გამო, რომელსაც Voyager Earn პროგრამის მეშვეობით ახორციელებდა.

Voyager Digital-ი (VGX) არის ცენტრალიზებული, კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული ვაჭრობისა და სესხის გამცემი პლატფორმა.

ბრძანება ამტკიცებს, რომ კომპანის მიერ 2019 წლიდან, პროგრამის მეშვეობით გამოშვებული კრიპტო სესხის აღების თითოეული ანგარიში არის დაურეგისტრირებელი.

ბიუროს მტკიცებულებად Voyager-ის მთავარ გვერდზე განთავსებული პრეტენზიების შეტყობინებები მოჰყავს, რომლებიც მომხმარებლებს პორტფელის გაზრდისაკენ და ინვესტირებისკენ მოუწოდებს.

ფასიანი ქაღალდების ბიურო ირწმუნება, რომ კომპანიის სერვერებზე დაახლოებით 52,800 ანგარიში და 187 მილიონი დოლარის აქტივები არის რეგისტრირებული.

Voyager-ის მარკეტინგული ტაქტიკა ადრეც გახდა კრიტიკის ობიექტი, როდესაც მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ პროგრამის აქციები ვერ გაამჟღავნა, რომ Voyager-ის მშობელი კომპანია Voyager Digital LLC საჯარო ვაჭრობის კომპანიაა კანადაში და არა აშშ-ში.

ბიუროს ცნობით კომპანიის სარეკლამო რგოლები და განცხადებები ირწმუნებოდნენ, რომ სრულად იყვნენ ლიცენზირებულები. თუმა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მათ სამუშაო ლიცენზია მხოლოდ ზოგიერთ შტატში აქვთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი