Polkadot-ის აქტივობა საკმაოდ გაზრდილია

0
847

GitHub-ის პროგრამირების საცავის მონაცემების მიხედვით, სექტემბერში Polkadot-მა ყოველდღიურად 500-ზე მეტი კონტრიბუცია აჩვენა, რაც მრავალჯაჭვიანი პროტოკოლისთვის ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პარალელურად, Polkadot-ის “ჯვარედინი კონსენსუსის” თავსებადობის სტანდარტის XCM-ის მონაცემების მიხედვით, რეკორდული 26,258 შეტყობინება მომხმარებლებთან.

საერთო ჯამში, მხოლოდ აგვისტოს თვეში Polkadot’s GitHub-ზე დეველოპერების 14,930 კონტრიბუციაა დაფიქსირებული.

პროექტის დეველოპერების განცხადების თანახმად, 66 Blockchain-ი ახლა Polkadot-სა და მის სტარტაპ ქსელ – Kusama-ზე მუშაობს. მათ დაარსების დღიდან 140 000-ზე მეტი შეტყობინება გაცვალეს.

ერთიანობაში, პოლკადოტისა და კუსამას ხაზინებმა კუმულაციურად 9,6 მილიონი DOT-ის გადახდა დააფიქსირეს, ამასთან ერთად ასევე განხორციელდა 346,700 KSM-ს (სულ 72,8 მილიონი აშშ დოლარი) ტრანსფერი ეკოსისტემაში ხარჯვის წინადადებების დასაფინანსებლად.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ Polkadot-ის დამფუძნებელმა, რობ ჰაბერმაიერმა, საზოგადოებას Polkadot-ისა და Kusama-ს მასშტაბურობის გაუმჯობესების ახალი გეგმა წარუდგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი