Goldman Sachs-ი კრიპტოვალუტის სერვისს ქმნის

0
736

აშშ-ში დაარსებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ი ცდილობს, რომ ზოგიერთი პროდუქტი FTX.US კრიპტო შეთავაზებებში შეიყვანოს.

Goldman Sachs-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს FTX-თან, რომელიც მარეგულირებელთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.

FTX.US-ი არის გლობალური კრიპტოვალუტის ბირჟის FTX-ის შვილობილი კომპანია, რომელიც აშშ-ს ბაზრისათვის დაარსდა. ამჟამად, კომპანია ცდილობს, რომ თავის კლიენტებს საბროკერო მომსახურება შესთავაზოს.

ამის შემდეგ ბირჟას საშუალება ექნება თავად გაუმკლავდეს გირაოსა და მარჟის მოთხოვნებს, რათა დამოკიდებული არ იყოს ფიუჩერსების ვაჭრობაზე.

„ჩვენ გვყავს მრავალი FCM, რომელიც უკვე მზად არის ბირჟასთან ტექნოლოგიურად ინტეგრირებას. მათ შორის არის რამდენიმე მსხვილი კომპანია”,- განაცხადა Goldman Sachs-ის სპიკერმა.

აშშ-ს საქონლის ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ (CFTC) მოითხოვა საჯარო კომენტარები კრიპტო ბირჟიდან მოთხოვნილ ცვლილებასთან დაკავშირებით.

მთავარი მარეგულირებელი ორგანო ასევე მიიჩნევს, რომ FTX-ის წინადადება საჭიროებს შემოწმებას, რადგან ეს მსხვილი საინვესტიციო ბანკების მონოპოლიას გამოიწვევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი