ჩინეთის პროვინცია Blockchain-ის გამოყენებას სატყეო მეურნეობის განვითარებისთვის გეგმავს

0
1302

ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე სიჩუანის პროვინციის წარმომადგენელმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ხელშეკრულება გულისხმობს Blockchain ტექნოლოგიის კომპანიის შექმნას, რომელიც სატყეო მეურნეობის განვითარებას უზრუნველყოფს.

ამის შესახებ ინფორმაციას China Net-ი ავრცელებს.

სიჩუანის პროვინციის ბეიჩუან ქაინგის ავტონომიურმა რეგიონმა და პეკინის Sinfotek Group-მა ერთობლივად შექმნა ახალი კომპანია, Hangzhou Yi Shu Blockchain Technology. კომპანიის მიზანია ტყის ეკონომიკური კუთხით განვითარება.

როგორც China Net-ი იტყობინება, მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას ჰანგზოში, ზეიჯანგის პროვინციაში.

ამასთანავე, ახლად ჩამოყალიბებული კომპანია ცნობილია იმ 19 Blockchain კომპანიიდან, რომელმაც ერთ-ერთმა პირველემა მიიღო პროექტები ჰანგზოს Blockchain-ის ინდუსტრიის პარკში.

კომპანია ასევე მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის განვითარებას Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით.

“კომპანიის სტრატეგია მჭიდროდ არის ინტეგრირებული ეროვნული განვითარების სტრატეგიასთან და მთლიანად ხელს შეუწყობს Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას სოფლისა და სატყეო მეურნეობის განვითარებისთვის”,-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი