კრიპტობირჟა Bithumb-ი კრიპტოვალუტით გადახდის ტერმინალებს კვების ობიექტებში დაამონტაჟებს

0
2067

სამხრეთ კორეის მსხვილი კრიპტობირჟა Bithumb-ი მომხმარებლებს 8.000 სავაჭრო ადგილზე კრიპტოვალუტით გადახდის საშუალებას მისცემს. გადახდის სისტემა 2018 წლის ბოლომდე ამოქმედდება.

Bithumb-ის ეს ნაბიჯი სამხრეთ კორეაში პირველი შემთხვევაა. გადახდის სისტემის ხელისშეწყობის მიზნით Bithumb პარტნიორობს ციფრული საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან Korea Pay-სთან.

აღნიშნული პროექტის საპილოტე პროგრამა ივნისის თვეში დაიწყება, ხოლო 8.000 სავაჭრო ობიექტი წლის ბოლომდე შეირჩევა.

“ამ პარტნიორობის მეშვეობით კომპანიები ფოკუსირებას მოახდენენ კლინტების მოთხოვნილებების მეტად დაკმაყოფილებას და ხარისხის გაუმჯობესებაზე,” – აცხადებენ Bithumb-ში.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ Korea Pay ყოველწლიურად 279 მილიონი დოლარის ოდენობის საბროკერო მომსახურებას აწარმოებს.

Bithumb-მა ამ ნაბიჯის გადადგამდე და კონკრეტულ ორგანიზაციებთან პარტიორობის დაწყებამდე, კარგად შეისწავლა, თუ რა ტიპის სერვისზე იყო უფრო მეტი მოთხოვნა. ყველაზე მოთხოვნადი სერვისი კვების ობიექტები აღმოჩნდა. დაანონსდა, რომ რამდენიმე რესტორანსა და კაფეში Bithumb-ი კრიპტოგადახდის ტერმინალებს დაამონტაჟებს.

შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში, Bithumb-მა განაცხადა, რომ კომპანიას გაფართოების გეგმები საერთაშორისო დონეზე აქვს. კრიპტობირჟამ BitPay-სთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიტკოინის გამოყენებით საერთაშორისო გადახდის სისტემისთვის ხელის შეწყობას.

CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, Bithumb-ი ამჟამად, 24 საათიანი მოცულობის მიხედვით, მე-6 ადგილზეა, ხოლო ვაჭრობის მაჩვენებელი 682 მილიონი დოლარია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი