კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1304

წინა კვირას კრიპტოვალუტის ბაზარი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ბიტკოინი

16 დეკებერს ბიტკოინის ფასმა 20.000 დოლარის დონე დასძლია. ამით კი ბიტკოინმა 2017 წლის რეკორდი გაიმეორა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ციფრული ვალუტა ამ დონეს არ დასჯერდა და კურსის ზრდა განაგრძო.

20.000 დოლარის შემდეგ ბიტკოინის ფასი 23.000-სა და 24.000 დოლარს შორის მოძრაობდა.

ექსპერტების თქმით, თუკი ბიტკოინის ფასი 24.000 დოლარის ზღვარს დასძლევს მოსალოდნელი დონე ჯერ 25.000 შემდეგ კი 26.500 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

ეთერიუმი

წინა კვირის განმავლობაში ეთერიუმის ყველაზე მაღალი ფასი 668 დოლარზე დაფიქსირდა. თუკი ალტკოინი 680 დოლარის ზღვარს დასძლევს მოსალოდნელი დონე 763 დოლარი იქნება.

ეთერიუმის ფასი შემცირდება, თუკი კურსი 590 დოლარამდე დაეცემა. ასეთ დროს ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 600 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ალტკოინზე ივაჭრონ იქამდე, სანამ ფასი 622 დოლარამდე შემცირდება.

რიპლი

17 დეკემბერს რიპლის ფასი 0.65 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ალტკოინმა ამ პოზიციის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

რიპლის 0.57 დოლარზე აქვს მხარდაჭერა. თუკი რიპლის ფასი 0.57 დოლარს მიაღწევს მომდევნო სამიზნე ფასი 0.60 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ თუკი ალტკოინის კურსი სამი დღის განმავლობაში 0.60 დოლარის დონეს შეინარჩუნებს მაშინ დაიწყონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

კვირის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის ფასმა 20 დეკემბერს მიაღწია უმაღლეს დონეს, როდესაც ალტკოინის ფასი 360 დოლარზე დაფიქსირდა.

ანალიტიკოსები ბიტკოინ Cash-ის კურსის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ. თუკი ალტკინის ფასი გაიზარდა მომდევნო დონე 371 დოლარი იქნება.

ფასის კლების შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ ბიტკოინ Cash-ის კურსი 400 დოლარამდე შემცირდეს.

ამ ეტაპზე ექსპერტები ტრეიდერებს ინვესტიციების განხორციელებას ურჩევენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინმა 100 დოლარის ზღვარი გადალახა. ეს ცალსახად არის ფასის ზრდის ტენდენციის ნიშანი. 20 დეკემბერს ალტკოინის ღირებულება 116 დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსების პროგნოზით, ლაიტკოინს აქვს შესაძლებლობა, რომ კურსი 120 დოლარამდე გაზარდოს.

თუმცა მიუხედავად პოზიტიური პროგნოზისა, კლების ტენდენციაც მოსალოდნელია, თუკი ალტკოინის ფასი შემცირდება ლაიტკოინის კურსი 100-სა და 93 დოლარს შორის იმერყევებს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ლაიტკოინის ფასის კლებამდე დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი