Chivo: სალვადორის ბიტკოინის საფულე საკმაოდ აქტიურია

0
858

“სალვადორის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ბიტკოინის საფულემ მიღებისა და გავრცელების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია”,- განაცხადა კრიპტო საფულის აღმასრულებემა დირექტორმა.

თავდაპირველად Chivo-ს საფულე ამოქმედდა. ბიტკოინი კი კანონიერად 2021 წლის 7 სექტემბერს გამოცხადდა. ოფიციალური პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს იყიდონ და გაყიდონ ბიტკოინი.

ასევე მომხმარებელს კრიპტოვალუტის ვაჭრობის სერვისებს სთავაზობს, რომლებსაც მექსიკური კრიპტო სავაჭრო პლატფორმა Bitso ახორციელებს.

“Bitso არსებითად უზრუნველყოფს back-end ტექნოლოგიას, რათა სალვადორის მთავრობამ შეძლოს ბიტკოინის შეძენა და აშშ-ს დოლარზე კონვერტირება”,- განაცხადა Bitso-ს კორპორაციულ და მარეგულირებელ საქმეთა მთავარმა ოფიცერმა, ფელიპე ვალეხომ.

მან დაამატა, რომ Bitso–მ ოპერირება სალვადორში Chivo–ს მეშვეობით დაიწყო და ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ ამ პლატფორმის საშუალებით იმყოფება. თუმცა, ბირჟა ასევე მექსიკაში, ბრაზილიაში, არგენტინასა და კოლუმბიაშია აქტიური.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი