კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა პარტნიორობა გაუწია Khaby Lame-ს, TikTok-ის ყველაზე პოპულარულ ინფლუენსერს, რათა ურთიერთსარეკლამო კამპანია აწარმოონ Web3-ზე. ინფლუენსერი იმოქმედებს, როგორც გლობალური ბრენდის ელჩი ბირჟისთვის, რომელიც კრიპტო და Blockchain სივრცის ირგვლივ არსებული მითებს დაამსხვრევს.
ლეიმმა პოპულარობა მოიპოვა TikTok-ზე. მას 142 მილიონი გამომწერი ჰყავს. თუ რა შინაარსის იქნება ვიდეოები, ამას ყველა მისი მიმდევარი მიხვდება. ის უჩვენებს თუ როგორ კეთდება რეალური საქმე Web3-სა და მის ქსელში არსებულ სისტემებში.
Binance-მა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლეიმი, თავისი კონტენტისათვის დამახასიათებელი სტილით, შექმნის საერთო კონტენტს, რომელიც მცდარი წარმოდგენებისაგან გაათავისუფლებს დეზინფორმაციით შეცდომაში შეყვანილ მომხმარებლებს.
Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიმს როტველის, თქმით, ლეიმი Web3-ის მომხმარებელთა რიცხვს გაზრდის და დაეხმარება საზოგადოებას აღნიშნული საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლებაში.
„Web3-ის ირგვლივ ამდენი ნიუანსითა და დეზინფორმაციით Khaby Lame-ის გვერდით ყოფნა იდეალურად ემთხვევა ამ სივრცის გარშემო არსებული ზოგიერთი მითის განადგურებას”,- აღნიშნა ჯეიმს როტველმა.
მეორე მხრივ, ინფლუენსერმა განაცხადა, რომ დიდი ხანია, რაც Web3-ით არის დაინტერესებული და Binance-სთან თანამშრომლობა მის ინტერესებს ემთხვევა.