თურქეთში ციფრული ვალუტის სექტორი პოპულარობას ინარჩუნებს

0
748

ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ თურქეთი მეორე ადგილზეა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ძიებებით. პირველ ადგილს კი Dogecoin-ი იკავებს.

კრიპტო ბაზრის ვარდნა არ ნიშნავს იმას, რომ კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესიც შემცირდა. კრიპტოვალუტის საგანმანათლებლო პლატფორმის CryptoManiaks-ის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი ქვეყანა კვლავ ეძებს ინტერნეტში ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

კვლევის მიხედვით, პირველ ორ ადგილს ნიდერლანდები და თურქეთი იკავებს. შესაბამისად, მოსახლეობის 8.2% და 5.5% კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ტერმინებს ეძებს. თურქეთში 4,7 მილიონის ძიება დაფიქსირდა.

კვლევამ გააანალიზა პოპულარული კრიპტოვალუტების შერჩეული ნაკრების ძიებების გაერთიანებული რაოდენობა თითოეული ქვეყნის მოსახლეობის პროცენტში, რათა გამოეთვალა ყოველთვიურად ძიების პროცენტი.

მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ვალუტა მეორე ადგილზე იყო საერთო ძიებით პირველი ადგილი Dogecoin-თან დაკავშირებულმა ძიებმა დაიკავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი