უკრაინა კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე მუშაობას იწყებს

0
1629

უკრაინის ფინანსური სტაბილურობის საბჭომ მხარი დაუჭირა კრიპტოვალუტის რეგულაციის კონცეფციას.

ამის შესახებ თიმურ ხრომაევმა, ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბაზრის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა Facebook-ზე დაწერა.

ხრომაევის მოსაზრებით, რეგულაცია გულისხმობს კრიპტოვალუტებისა და ტოკენების აღიარებას ფინანსური ინსტრუმენტების სახით, ამასთანავე, ადგენს სახელმწიფო ორგანოების როლს და ფუნქციებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საკითხებზე. ასევე რეგულაციის შემადგენელი ნაწილები ინფორმაციის გამჟღავნების საკითხებსაც მოიცავს.

ფინანსური სტაბილურობის საბჭო ფუნქციონირებს ეროვნული საფინანსო-საბანკო სისტემების სტაბილურობის რისკების გამოვლენისა და ამ რისკების მინიმიზაციის მიზნით. ამასთანავე, ფინანსურ საბჭოს მხოლოდ რეკომენდატორის ფუნქცია გააჩნია.

ხრომაევმა განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფო უწყებებსა და ფინანსურ მარეგულირეთა შორის კონსენსუსის მისაღწევად. აღნიშნული წინადადება ასევე ადასტურებს უკრაინის რადასთან თანამშრომლობას კანონმდებლობისა და კრიპტოვალუტის მარეგულირებელ სტრუქტურასთან დაკავშირებით.

ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბაზრის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა დაამატა, რომ პროექტი მიზნად ისახავს გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და ინვესტორებსა და კრიპტოვალუტის ბაზრის მონაწილეებს შორის ურთიერთანამშრომლობის მაღალ დონეზე აყვანას.

შეგახსენებეთ, რომ კრიპტოვალუტის ფინანსური ინსტრუმენტად აღიარების იდეა 2018 წლის მაისში ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბაზრის ეროვნული კომისიის მიერ შეთავაზებული იქნა მთავრობისთვის.

უშუალოდ თიმურ ხრომაევი ხაზს უსვამს კრიპტოვალუტის სამართლებრივი აღიარების აუცილებლობას. მისი თქმით, კრიპტო-პროდუქტების განვითარება ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების განუყოფელი ნაწილი გახდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი