მალაიზიაში მაინინგის ბიზნესს პრობლემები შეექმნა

0
1072

სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტო მასალა, თუ როგორ ანადგურებს ტრაქტორით მალაიზიის ხელისუფლება ჩამორთმეულ ბიტკოინის მაინინგის ტექნიკას.

გაუგებარია რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მათი ამ გზით განადგურება. საუბარია 1,2 მილიონი დოლარის ღირებულების მაინინგის აპარატურაზე, რომელთა მუშაობა არალეგალურად ცნო მთავრობამ.

პოლიციამ კუნძულ ბორნეოზე მდებარე ქალაქ მირიში, კომპანია Sarawak Energy-ს წინააღმდეგ განახორციელა რეიდი, რა დროსაც ამოიღო 1,069 ბიტკოინის მაინერი.

გავრცელებული ინფორმაციით, მალაიზიის მაცხოვრებლებს ჩამოართვეს დანადგარები, რადგან ისინი თებერვლიდან აპრილამდე ცდილობდნენ კრიპტოვალუტის უკანონოდ მოპოვებას მოპარული ელექტროენერგიის გამოყენებით.

მალაიზიური გაზეთის The Star–ის რეპორტის თანახმად, მირის რაიონის პოლიციის შტაბში მოხდა მაინერის დანადგარების განადგურება.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წელს სამი მსგავსი ოპერაცია განხორციელდა ბიტკოინის უკანონო მომპოვებლების მიმართ. კომპანია Sarawak Energy–მ საერთო ჯამში აღნიშნული ოპერაციის გამო 2 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი