მალავის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი

0
1448

მალავის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტას კანონიერად სცნობს. ბანკი ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობას ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Nyasa Times-ი აქვეყნებს.

მალავის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა არ არის იურიდიული სტატუსის მქონე აქტივი და შესაბამისად, არ სცნობს გადახდის ერთეულად.

ბანკმა ასევე გააფრთხილა ქვეყნის მოქალაქეები, რომ მთავრობა არ გეგმავს რაიმე ინვესტიციისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭებას, რომელიც კრიპტოვალუტით იქნება განხორციელებული.

ცენტრალური ბანკის მმართველმა განაცხადა, რომ ბანკი საზოგადოებას კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობისგან თავის შორს დაჭერას ურჩევს. ეს ეხება ყველანაირ საქმიანობას: ვაჭრობას, ციფრული ვალუტის გადახდის ერთეულად გამოყენებას და აშ.

შეგახსენებთ, რომ მალავის რესპუბლიკა ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა აღმოსავლეთ აფრიკაში.

განსხვავებით მალავისგან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა კრიპტოვალუტების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მოქმედებს მარეგულირებელი სისტემაც. მარეგულირებლის ბოლო მოთხოვნის თანახმად, სამხრეთ აფრიკაში მომუშავე კრიპტო კომპანიები ვალდებულნი იყვენენ ოფიციალური რეგისტრაცია გაევლოთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი