კანადის ერთ-ერთი ბანკი ციფრულ ვალუტას გამოსცემს

0
1178

კანადის VersaBank–ის განცხადების თანახმად, ციფრული ვალუტის ამოქმედება არის დაგეგმილი. ბანკის ციფრულ ვალუტას კი VCAD-ი ერქმევა. როგორც ცნობილია, კრიპტოვალუტას ბანკში დეპოზიტური კანადური დოლარი მხარს დაუჭერს.

კანადური ბანკი ირწმუნებოდა, რომ VCAD-ი ფაქტობრივად იქნება პირველი ციფრული ვალუტა, რომელიც წარმოადგენს ტრადიციულ ვალუტასაც. ციფრულ ვალუტას მხარს უჭერს ჩრდილოეთ ამერიკის ბანკი. VersaBank–მა განაცხადა, რომ სტაბილკოინის შესაქმნელად იგი თანამშრომლობდა Canada Stablecorp–სთან, ერთობლივი საწარმოს საინვესტიციო ფონდის მენეჯერ – 3iQ და Blockchain კომპანია Mavennet–თან.

ბანკი გეგმავს VCAD-ი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს უახლოეს თვეებში ციფრული ვალუტის გაცემით ფინანსური შუამავალი პარტნიორებისთვის კანადური დოლარის დეპოზიტების სანაცვლოდ. გავრცელებული ინფორმაციით, პარტნიორებს შეეძლებათ VCAD-ი შესთავაზონ უშუალოდ ფიზიკურ პირებსაც და სხვა ბიზნეს წარმომადგნელებსაც.

Stablecorp-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟან დესგაინმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა გამიზნულია ტრადიციული კრიპტოვალუტის ბაზრის ორი ძირითადი ნაკლის, კერძოდ, არასტაბილურობისა და უსაფრთხოების გამოსასწორებლად. ბანკი ასევე გეგმავს ადგილობრივი ციფრული ვალუტის გამოშვებას, რომელიც ამერიკული დოლარით და ევროთი იქნება მხარდაჭერილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი