ესპანურმა ბანკმა, Banco Santander-მა განაცხადა, რომ Blockchain-ის კვლევით ჯგუფს ქმნის, რათა შეაფასოს ტექნოლოგიის პოტენციალი ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის პროცესში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებობს პრაქტკიკა, როდესაც გლობალურმა ბანკმა დამოუკიდებლად შეიმუშავა და განავითარა Blockchain ტექნოლოგია.
Banco Santander-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო გლობალური მომსახურების ხელმძღვანელმა ხოსე ლეინერესმა პრეს-რელიზში აღნიშნა, რომ ფინანსური ინდუსტრიაში მომხდარი გაციფრულების ტალღა უნდა დაჩქარდეს.
“ჩვენი კლიენტები ელოდებიან ამ შედეგებს უკეთესი გადაწყვეტისთვის, განსაკუთრებით კი ხარჯებისა და ახალი პროდუქციისა და მომსახურების კატეგორიაში, რაც საშუალებას მისცემს მათ ბაზრები უფრო ეფექტური გახადონ, ვიდრე ოდესმე ყოფილა,-განაცხადა Banco Santander-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სექტორის ზოგიერი წარმომადგენელი შეშფოთებას გამოთქვამს ინდუსტრიაში Blockchain-ის დანერგვის შესახებ, Banco Santander-ი თავისი იდეების ერთგული რჩება.