ანალიტიკოსი: ჯო ბაიდენმა ბიტკოინის ინტეგრირება აშშ-ს ფინანსურ სისტემაში უნდა მოახდინოს

0
1339

ბრიტანლემა ეკონომიკის ისტორიკოსმა, ნიალ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიტკოინი უნდა განიხილოს, როგორც “ჩინური სტილის ციფრული დოლარის” ალტერნატივა. მათ უნდა შექმნან საკუთარი სისტემა და მხოლოდ ჩინეთის ფინანსურ გამოცდილებას არ დაეყრდნონ.

ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი პანდემია კარგია კრიპტოვალუტის მისაღებად, რაც დააჩქარებს “ფულად რევოლუციას” მთელ მსოფლიოში. ამასთან, ისტორიკოსმა აღნიშნა, რომ ჩინეთი სწრაფად მიიწევდა წინ თავისი ციფრული იუანის გავრცელების პროცესში და ზრდის მობილური გადახდების გამოყენებას.

გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამები, როგორიცაა Alipay და WeChat Pay, წელიწადში დაახლოებით 40 ტრილიონი დოლარის ოდენობის ოპერაციებს ანხორცილებენ.

ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ჩინეთის მიერ მიღებული ეს ზომები წარმოადგენს შაბლონს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ავითარებენ ტრანსსასაზღვრო გადახდის სისტემებს და ფულადი გზავნილების გადახდებს.

”მაშინაც კი, მთავრობები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ჩინეთის ფინანსურ შეღწევას, მათ ქვეყნებში, მაგალითად ინდოეთი, არსებითად აშენებენ ჩინეთის ელექტრონული გადახდების სისტემების საკუთარ ვერსიებს, იმის ნაცვლად, რომ ჩინეთის სტილის ციფრული დოლარის შექმნას ეცადონ. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს სარგებელი ბიტკოინის ინტეგრირების შესახებ აშშ–ს ფინანსურ სისტემაში”,-აღნიშნა ეკონომისტმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი