ახალი ზელანდიის მარეგულირებელმა თაღლითობის სქემა გამოამჟღავნა

0
1299

ციფრული ვალუტით გახშირებული გლობალური თაღლითობების ზრდის შედეგად, ახალი ზელანდიის ფინანსურმა მარეგულირებელმა საზოგადოება ბიტკოინის თაღლითური სქემის შესახებ ამცნო.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარმა ფინანსურმა დამკვირვებელმა, ფინანსური ბაზრების ორგანომ გაამჟღავნა სქემა, რომელიც მომხმარებელს გარკვეული საფეხურების გავლით ბიტკოინის დარიცხავს ჰპირდებოდა.

უფრო კონკრეტულად კი, ვებ-გვერდი ინვესტორებს სთავაზობდა პლატფორზე ციფრული ვალუტით ვაჭრობის სერვისებს, მომხმარებლები მიიღებდნენ პროგრამულ უზრუნველყოფას და საკმაოდ დიდ თანხას ყოველდღიურად მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდებოდნენ პლატფორმაზე.

მარეგულირებლის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ბირჟა ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ახალი ზელანდიის მარეგულირებელი საზოგადოებას აფრთხილებს.

ქვეყანაში დაფიქსირებული არის შემთხვევა, როდესაც ინვესტორებმა ონალაინ ვაჭრობის დროს 213.000 აშშ დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტა დაკარგეს.

უცნობმა ინვესტორმა, რომელმაც ონლაინ კრიპტოვალუტის სქემაში მრავალჯერადი ინვესტიციების განხორციელება მოახდინა, თაღლითობა აღმოჩნდა.

“თაღლითმა კარგი მოგების მაჩვენებლით სხვა ინვესტორები მიიზიდა”,- აღნიშნული იყო კენტერბერიის პოლიციის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამი იყო, რომ თაღლითი ინვესტორი სხვა ინვესტორებს უკვაშირდებოდა და კრიპტოვალუტაში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი