რუსეთი და ირანი გადარიცხვებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენებას აპირებენ

0
1938

ირანმა და რუსეთმა დასავლეთის სანქციების თავიდან აცილების მიზნით კრიპტოვალუტის გამოყენება დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო პორტალი RBC-ი ავრცელებს.

ეკონომიკური ურთიერთობების ირანის საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა მოჰამედ რეზა ფოურებრაჰიმმა კრიპტოვალუტის გამოყენება გადაწყვიტა ამერიკული ტრანზაქციების თავიდან აცილების მიზნით.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან დიმიტრი მეზენცეევთან შეხვედრისას ფოურებრაჰიმმა განაცხადა, რომ მათ ამ საქმეში ირანის ცენტრალური ბანკი ჩართეს, რათა კრიპტოვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები დაიწყოს.

ფოურებრაჰიმმა დასძინა, რომ ეს თემა განიხილა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან, მანამდე სანამ ამ საკითხს ოფიციალურად ირანი რუსეთთან განიხილავდა.

“რუსეთში იზიარებენ ჩვენს აზრს. ჩვენ ვთქვით, რომ თუ ჩვენ მოვახერხებთ ამის გაკეთებას, მაშინ ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყნები, რომლებიც კრიპტოვალუტას საქონლის გაცვლისთვის გამოიყენებენ”,- აღნიშნა ეკონომიკური ურთიერთობების ირანის საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა.

თავის მხრივ, მეზენცევმა აღნიშნა: “ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს იმ საერთაშორისო სანქციების ფონზე, რომლებიც ამჟამად, რუსეთსა და ირანს აქვს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი