Asia Blockchain Gaming Alliance-ის პრეზიდენტი რამდენიმე Blockchain თამაშს აფინანსებს

0
1108

კევინ შაო, Asia Blockchain Gaming Alliance-ის (ABGA) აღმასრულებელი პრეზიდენტი, ამბობს, რომ ის “triple-A” რამდენიმე Blockchain თამაშს აფინანასებს.

მისი აზრით, ეს GameFi-ს დაეხმარება მიმდინარე ბაზრიდან გაკოტრების გარეშე გაღწევაში.

აზიის კრიპტო კვირის განმავლობაში კევინ შაომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის მეინსტრიმ მიღებას, არის GameFi-ისთან დაკავშირებული ამჟამინდელი სათაურები, სადაც NFT-ისა და P2E ფუნქციებზე არის ხშირად საუბარი.

ამის გარდა, Asia Blockchain Gaming Alliance-ის პრეზიდენტის აზრით მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს თამაშების რაოდენობა.

P2E მოდელში, მოთამაშეები, როგორც წესი, ყიდულობენ NFT-ს, რომ ითამაშონ. მათ შეუძლიათ მოიგონ სათამაშო ტოკენები, რომლებსაც შემდეგ ბიტკოინში, ეთერიუმსა და სტაბილკოინებში გადაცვლიან.

GameFi-ის ამჟამინდელი პუბლიკაციები შეიძლება ბევრს მოსწონდეს.

თუმცა მომავალში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვა ინტერესების მქონე მოთამაშეების ყურადღების მიპყრობა. მათი დაინტერესება და მოზიდვა იქნება გადარჩენის გზა, რომელიც დაიცავს ორ უკიდურესობას შორის საზღვარს, როგორიცაა შემოსავალზე ორიენტირებული მოთამაშეები და ისინი ვინც თამაშისგან სიამოვნებას იღებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი