ავტრალიაში კრიპტოვალუტის რეგულაციის სისტემა უკვე ამოქმედდა

0
3165

ავსტრალიამ უკვე ლიცენზია მისცა 3 კრიპტოვალუტის ბირჟას, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი რეგულაცია ძალაში 3 აპრილს შევიდა. დარჩენილმა ბირჟებმა კი, საჭირო სამართლებრივი ნორმები 14 მაისამდე უნდა შეასრულონ.

“აღიარებულია, რომ ეს რეფორმა ხელს შეუწყობს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებასა და უზრუნველყოფს ოპერაციების დაცვას ტერორიზმის დაფინანსებისგან. რეგულირება კი, ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და მომხმარებლებში კრიპტოვალუტის მიმართ ნდობის გაძლიერებას”, – განაცხადა ავსტრალიის ტრანზაქციებისა და ანალიზის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლ როუზმა.

რამდენიმე წლიანი დაბნეულობის შემდეგ ავსტრალიის სავაჭრო ბირჟებს შეუძლიათ ისარგებლონ იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიერ მიღებული ოფიციალური პროგრამის მიხედვით.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ისეთი ტიპის ნაბიჯები ტრადიციულად მისასალმებელია, რომელიც კრიპტოვალუტის ბაზარზე უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს და ხელს უწყობს ნდობის ამაღლებას.

ავსტრალიის ტანზაქციებისა და ანალიზის ცენტრის დირექტორის თქმით, რეგულირების შემოღება ასევე ნიშნავს გაზრდილი მონაცემების გაზიარების შესაძლებლობას:

“ავსტრალიის ტრანზაქციებისა და ანალიზის ცენტრმა გაზარდა შესაძლებლობები, რათა ხელი შეუწყოს ფინანსური ინფორმაციის გაზიარებას ციფრული ვალუტების გამოყენების შესახებ. ეს ყველაფერი კეთდება ინდუსტრისაა და მთავრობის პარტნიორობით”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი