ესპანურმა ბანკმა კრიპტო მომხმარებლებს ანგარიშები დაუბლოკა

    მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგიერთი ონლაინ მომხმარებელი მსხვილ ესპანურ ბანკს, Santander-ს ადანაშაულებს, რომ გაერთიანებულ სამეფოს მომხმარებლებლებს ანგარიშები დაუბლოკა.

    ამ ანგარიშებიდან კი მომხმარებლები კრიპტოვალუტას ყიდულობდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ მათ ვისაც ანგარიშები დაუბლოკეს უმეტესობა Coinbase-ის მომხმარებელია.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბანკმა კომენტარი უკვე გააკეთა: ”ჩვენ არ ვბლოკავთ ანგარიშებს, რათა რომელიმე კომპანიამ იზარალოს”, – ნათქვამია ბანკის ოფიციალურ განცხადებაში.

    ამასთანავე, აღსანიშნავია, Santander-ის წარმომადგნელის კომენტარიც.

    ”ჩვენ არ ვბლოკავთ რომელიმე კომპანიის საწინააღმდეგოდ ანგარიშებს. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ ვუთითებთ გადასახადს დამატებითი უსაფრთხოების შემოწმებისთვის, რადგან ვფიქრობთ, რომ ასეთ დროს გაყალბების უფრო მაღალი რისკი არის მოსალოდნელი”,-განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა.

    შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ შარშან გახდა ცნობილი, რომ საბანკო ჯგუფი Santander-ი რიპლისთან ითანამშრომლებდა. პარტნიორობის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო სავაჭრო აპლიკაციის შექმნა, რიპლის Blockchain xCurrent და RippleNet პლატფორმების გამოყენებით.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *