UFC-ის მებრძოლი ხელფასს ციფრულ ვალუტაში იღებს

0
915

გვიდო კანეტი, არგენტინის Ultimate Fighting Championship-ის (UFC) მებრძოლი, პირველი საბრძოლო ხელოვნების სპორტსმენია ქვეყანაში, რომელიც კუთვნილ ხელფასის 100%-ს სტაბილკოინებში იღებს.

ამის მიზეზი ინფლაცია და არგენტინის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაა. აღნიშნულ განცხადება, ცოტა ხნის წინ, კრიპტო სახელფასო კომპანია Bitwage-მა გაავრცელა.

El Ninja-ს სახელით ცნობილი მებრძოლი შემდეგ შეხვედრას პირველ ოქტომბერს გამართავს და ანაზღაურებას USD Coin (USDC) სტაბილკოინში მიიღებს.

ეს მონეტა Stellar Network-ში არის დამზადებული.

Stellar-მა, როგორც ცნობილია, ამ წლის დასაწყისში უზრუნველყო საფულეების გამოშვება და სახელფასო სერვისების უზრუნველყოფა სპეციალურად იმ არგენტილებისათვის, რომლებიც ინფლაციის გამო უამრავ შემოსავალს და დანაზოგს კარგავენ.

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, 12 თვეში აგვისტოს ჩათვლით ქვეყანაში ინფლაციამ 78.5% შეადგინა, ხოლო წლის პირველ რვა თვეში ფასები 56.4%-ით გაიზარდა.

არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა იწინასწარმეტყველა 95%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოსათვის, მაშინ როდესაც ზოგიერთი კერძო ანალიტიკოსი პროგნოზირებდა 100%-იან ინფლაციას 2022 წელს.

„მე ვიღებ ხელფასს USDC-ში, რადგან ეს უფრო უსაფრთხოა ჩემი მომავლისთვის“, – განაცხადა კანეტიმ Bitwage-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში და აღნიშნა, რომ სტაბილკოინები მას დაიცავს ადგილობრივი ვალუტის ცვალებადობისა და გაუფასურებისგან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი