კრიპტოვალუტით მომსახურების პროვაიდერმა 40 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა

0
1097

ჰონგ-კონგში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ფინანსური მომსახურების პროვაიდერმა, Babel Finance-მა სხვდასხვა კომპანიისგან ჯამში 40 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

კომპანია ინსტიტუციონალურ კლიენტებზე იყო ორიენტირებული. A სერიის საინვესტიციო რაუნდს უძღვებოდნენ Zoo Capital-ი, Sequoia Capital China, Dragonfly Capital-ი, BAI Capital-ი, Bertelsmann-ი და Tiger Global Management-ი. რაუნდში ასევე მონაწილეობა მიიღეს კერძო კაპიტალის ფონდებმა ჩრდილოეთ ამერიკიდან, აზიიდან და ევროპიდან.

Babel Finance–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფლექს იანგმა განაცხადა, რომ ინვესტიციის რაუნდი დაეხმარება კომპანიას კრიპტოვალუტებზე მზარდი ინსტიტუციური მოთხოვნის დაკმაყოფილებაში:

”ტრადიციული ფინანსებისგან დამოუკიდებლად ჩვენს ახალ ინვესტორებთან კავშირი გადამწყვეტი ნაბიჯია უფრო ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებისთვის, შესაბამისობის კონტროლის გასაძლიერებლად და საბოლოოდ საიმედო მომსახურებების სრული პაკეტის უზრუნველსაყოფად. ასევე – ინვესტორების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად”.

Zoo Capital-მა განაცხადა, რომ Babel Finance-ში კაპიტალის ჩადება კომპანიისთვის კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული პირველი ინვესტიციაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი