Ripple SBI Asia–ს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მაინინგის კომპანიების მიგრაცია აღმოსავლეთიდან დასავლეთში ხდება. თუმცა აღნიშნავს, რომ ჩინეთსა და აშშ-ს მაინინგის კომპანიებს შორის კვლავ დაძაბულობაა.
მედიასთან საუბრის დროს ადამ ტრეიდმანმა ასევე აღნიშნა, რომ მაგალითად, ტექსასის შტატში ელექტროენერგიის ღირებულება გაცილებით დაბალია, ვიდრე ჩინეთის რომელიმე პროვინციაში.
მაისის დასაწყისში გამოქვეყნდა ორგანიზაცია dGen-ი კვლევა. ევროკავშირის მაინინგ კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გაირკვა, რომ მარეგულირებელი სისტემა და გაძლიერებული უსაფრთხოების ნორმები ელექტროენერგიის მაღალ ხარჯების საპირწონე იქნება.
არაკომერციული კვლევითი ინსტიტუტის, dGen–ს მიერ შედგენილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ევროპული კრიპტოვალუტის მაინერები მიიჩნევენ, რომ რეგიონის ელექტროენერგიაზე დაწესებული უფრო მაღალი ფასები, ვიდრე ეს ჩინეთში და რუსეთშია, ანაზღაურდება პოლიტიკური სტაბილურობით, მარეგულირებელი სისტემით და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით.
ამ ინფორმაციის გამოქყვენებიდან რამდენიმე დღეში ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც მითითებული იყო სხვადასხვა ჩანაწერი, რომელიც ევროკავშირში კრიპტო აქტივების ზედამხედველობას ეხებოდა.
კვლევის მიხედვით, კრიპტოვალუტის მაინინგი გამოიკვეთა, როგორც ფულის გათეთრების რისკის შემცველი აქტივობა.